logo_geo
პაატა იმნაძე: კორონავირუსის პრობლემა თავიდან რომ მოვიშოროთ, ამისთვის მოსახლეობის 60 პროცენტი მაინც უნდა აიცრას
- +

13 აპრილი. 2021. 18:05

 

 

„იმისთვის, რომ კორონავირუსის პრობლემა თავიდან მოვიშოროთ, ამას დასჭირდება მოსახლეობის დიდი ნაწილის, სულ მცირე 60%-ის აცრა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

მან ასაკოვან ადამიანებში იმუნიზაციის მოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„პირველ ეტაპზე, ყველა ქვეყანაში იმუნიზაციის დანიშნულება არის ის, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებში, ასაკოვან ადამიანებში სიკვდილიანობა შემცირდეს. ეს არის ახლა ყველაზე დიდი მიზანი, რომლითაც ყველა ქვეყანა სარგებლობს. იმისთვის, რომ კორონავირუსის პრობლემა თავიდან მოვიშოროთ, ამას დასჭირდება მოსახლეობის დიდი ნაწილის, სულ მცირე 60%-ის აცრა. ამდენად, დღეს ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ხანდაზმული და ხანშიშესული მოქალაქე აიცრას, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხე. მოგეხსენებათ, სასიკვდილო გამოსავლის რისკის მქონე სწორედ ასაკოვანი ადამიანები არიან“, - დასძინა პაატა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი