logo_geo
ეკატერინე დგებუაძე: ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგიური ცენტრი, ფსიქოლოგების ჯგუფი და სწორედ ამ ჯგუფს მივაბით სოციალური მუშაკები
- +

17 აპრილი. 2021. 13:24

 

 

„თუ სკოლა ვერ ხედავს პრობლემას, მაგრამ სოციალურმა მუშაკმა დაინახა და საჭიროა ფსიქოლოგის ჩართულობა, ისინი თანამშრომლობის ფარგლებში შეძლებენ ინფორმაციის გაცვლას, სხვადასხვა პროცესის დაგეგმვას, სწორედ ამიტომ სოციალური მუშაკების საქმიანობა მივაბით ფსიქოლოგიურ ცენტრს“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ განაცხადა.

 

ეკატერინე დგებუაძის თქმით სოციალური მუშაკის დამატების საკითხს მშობლების ნაწილი პოზიტიურად შეხვდა, ხოლო მეორე ნაწილი კი - ნეგატიურად.

 

„ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგიური ცენტრი, ფსიქოლოგების ჯგუფი და სწორედ ამ ჯგუფს მივაბით სოციალური მუშაკები, რადგან ეს უნდა იყოს თანამშრომლობითი და თუ პრობლემის იდენტიფიცირება მოხდება ისე, რომ ვთქვათ, თუ სკოლა ვერ ხედავს, მაგრამ სოციალურმა მუშაკმა დაინახა და საჭიროა ფსიქოლოგის ჩართულობა, ისინი თანამშრომლობის ფარგლებში შეძლებენ ინფორმაციის გაცვლას, სხვადასხვა პროცესის დაგეგმვას, სწორედ ამიტომ სოციალური მუშაკების საქმიანობა მივაბით ფსიქოლოგიურ ცენტრს“, - განაცხადა დგებუაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი