logo_geo
რობერტ სტურუა: ვაპირებდი „ვეფხისტყაოსნის“ დადგმას, ტარიელს ბესო ზანგური ითამაშებდა
- +

18 აპრილი. 2021. 01:03

 

 

„ვაპირებდი „ვეფხისტყაოსნის“ დადგმას, ტარიელს ბესო ზანგური ითამაშებდა“, – ამის შესახებ ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” განაცხადა, რომელიც ეთერში გასული წლის სექტემბერში გავიდა.

 

„ვაპირებდი „ვეფხისტყაოსნის“ დადგმას, რეპეტიციების კი დავიწყე, საჭირო იყო თანხებიც, ფინანსები თავიდან ვერ ვიშოვე, შემდეგ უკვე დამპირდნენ, მაგრამ მერე დავფიქრდი, რომ ამ პოემაში ყველაზე ძვირფასი იყო პოეზია, და ამ პოეზიას და რიტმს ხომ უნდა შეუქმნა თეატრალური ანალოგი? ეს ძალიან რთული აღმოჩნდა… ეს რომ დადგმულიყო ტარიელს ბესო ზანგური ითამაშებდა. ახლა უკვე ძალიან დავბერდი და ვეღარ ვიზამ, მოვა ვინმე რეჟისორი და ის გააკეთებს მას“, – თქვა სტურუამ გადაცემაში.

 

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა.

 

მსახიობი ძალადობის ფაქტს არ აღიარებს.

 

ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი, ბესო ზანგური რობერტ სტურუამ ყველა როლიდან მოიხსნა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი