logo_geo
თეონა კონტრიძე: არ ვეთანხმები პუტინის პოლიტიკას ჩემს სამშობლოსთან მიმართებაში
- +

19 აპრილი. 2021. 00:54

 

არ ვეთანხმები პუტინის პოლიტიკას ჩემს სამშობლოსთან მიმართებაში, მაგრამ ზედმეტებში ვერ ვბედავ გადასვლას“, – ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თეონა კონტრიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის ანტიპუტინური რუსეთის ნაწილია.

 

მიკერძოებულად, კონკრეტულად არ ვეთანხმები პუტინის პოლიტიკას ჩემს სამშობლოსთან მიმართებაში. სადაც შემიძლია რომ გამოვხატო, გამოვხატავ.

 

ჩემს მეგობრებთან, საკუთარ „ინსტაგრამზე“, „დოჟდთან“, შემიძლია გამოვხატო. შემიძლია, ხმა მივაწვდინო, მაგრამ არ დავმალავ, ზედმეტებში ვერ ვბედავ გადასვლას. მე მათ ტერიტორიზე, მათ სახლში ვარ, სტუმარი ვარ. ყირიმში კონცერტზე არ ჩავდივარ და დიდ ფულს ვკარგავ. არასდროს ვიღებ მონაწილეობას სახელმწიფოებრივ ღონისძიებაში“, – განაცხადა კონტრიძემ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი