logo_geo
თეონა კონტრიძე: ჩემი ემოციური ფონი არტისტულობის ბრალია
- +

22 აპრილი. 2021. 18:03

 

 

„მე ბევრი დრო დავუთმე ჩემს ვერბალურ მხარეს როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაში“ - ამის შესახებ მომღერალი, თეონა კონტრიძე გადაცემა „ნოესთან“ სტუმრობისას საუბრობს.

 

 

„მე ბევრი დრო დავუთმე ჩემს ვერბალურ მხარეს როგორც ქართულ ისე რუსულ ენაში. ემოციური ფონი ჩემი არტისტულობის ბრალია, ეს ჩემი ნატურაა. ბავშვობიდან ყოველთვის ვიდექი და რაღაც პერფორმანსი ქონდა ჩემს ყოფას.“

 

მან ასევე პროექტ „ორი ვარსკვლავის“ პერიოდზეც ისაუბრა და იმ თვისებებზეც რაც მუსიკალური პროექტის ჟიურს უნდა გააჩნდეს :

 

„პირველი- თვისება, რაც პროექტის ჟიურს უნდა ჰქონდეს არის ძლიერი მეტა-ფიზიკა, მეორე- უდაოდ უნდა იყოს არტისტული, მესამე- მისი მეტყველება უნდა იყოს საინტერესო და მეოთხე- თუ საქმე ეხება მუსიკალურ პროექტს ის აუცილებლად უნდა იყოს თეორიულად აღჭურვილი, მუსიკალური ტერმინოლოგია და მისი განმარტება ყველაზე საინტერესოა პუბლიკისთვის ჩემი აზრით. სამწუხაროდ საქართველოში, ამ როლში არავინ მომწონებია.“- ამბობს თეონა კონტრიძე.  

 

 

big_banner
არქივი