logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ეს არის სახელმწიფოსთვის საშიში დემაგოგია, რამეთუ, შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს
- +

24 აპრილი. 2021. 03:00

 

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ანესთეზიოლოგსა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ვახტანგ კალოიანი  ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაც სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი დემაგოგიაა.

 

"მე არ შემიძლია, არ გამოვთქვა მკაცრი საყვედური ბატონ ვახტანგ კალოიანის მიმართ, მისი ერთ-ერთი გამონათქვამის მიმართ. ის ხშირად გამოთქვამს საყვედურებს და ნეგატიურ პოზიციას იმაზე, თუ როგორ მუშაობს და როგორ ემზადება კოვიდპანდემიისთვის საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო სამსახური, მაგრამ ეს მისი ნებაა, მისი პოზიციაა, ამაზე ჩვენ არ ვედავებით. ვედავები ერთ გამონათქვამზე: მან სიტყვასიტყვით თქვა, რომ საქართველოში არ არსებობს ვაქცინაციის სისტემა და ასევე, სიტყვასიტყვით თქვა, რომ მსურველები საკმარისზე მეტია, თუმცა სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ ვაქცინაციას.

 

 

ბატონო ვახტანგ, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ასეთი განცხადებები კატეგორიულად არ შეიძლება, სიმართლეც რომ იყოს - მაინც არ შეიძლება ამ განცხადების გაკეთება და მითუმეტეს, რომ ეს არის დიდი ტყუილი. ეს არის დემაგოგია, მაგრამ ეს არ არის უწყინარი დემაგოგია, ეს არის სახელმწიფოსთვის საშიში დემაგოგია, რამეთუ, შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროცესს, როგორიც არის ვაქცინაცია," - განაცხადა "ღამის კურიერის" ეთერში თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი