logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: „ასტრაზენეკას“ ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება
- +

26 აპრილი. 2021. 10:31

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დილა“ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მარაგის ათვისების შესახებ ისაუბრა.

 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ვადა ამოეწურება 31 მაისს. ამ ვაქცინაზე, ძალიან ბევრი ადამიანი მეორედ ვაქცინაციას ელოდება. მხოლოდ 10 ათასამდე დოზა რჩება, რომელიც განკუთვნილია 55 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. რა თქმა უნდა, მსჯელობა იქნება „ასტრაზენეკას“ ასაკობრივ ზღურბლთან დაკავშირებით, მისი მოდიფიცირება იგეგმება. ჩვენ არ გვაქვს ერთი დოზის გამოუყენებლობის უფლებაც, ეს სრული კატასტროფა იქნება. მას აუცილებლად ავითვისებთ. მერწმუნეთ, ერთი თვის განმავლობაში, არ დარჩება გამოუყენებელი. ვაქცინაციაში კიდევ 100-ზე მეტი ცენტრი ჩაერთვება“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი