logo_geo
ამირან გამყრელიძე: ჩვენთვის პიკური პერიოდი უნდა იყოს მაისის პირველი ორი კვირა
- +

26 აპრილი. 2021. 22:14

 

„კლასტერული გავრცელებიდან, საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით და პიკში შევდივართ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულასთან“ განაცხადა.

 

„ყველანაირი პროგნოზირებით ჩვენთვის პიკური პერიოდი უნდა იყოს სადღაც აპრილის ბოლოდან, მაისის პირველი 2 კვირა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავიცავთ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს. მოგეხსენებათ, არის გარკვეული ნიშნები, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაიზარდა, ასევე, ოდნავ შემცირებულია მობილობა.

 

თუ ჩვენ პირბადის ტარების ამ მაჩვენებელს, დაახლოებით 70-დან 80%-მდე შევინარჩუნებთ და კიდევ უკეთესია ავიდეთ 95%-ზე, რა თქმა უნდა, დაცვის მექანიზმი მეტი იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

big_banner
არქივი