"ზოგადად მთავარი არის ის, რომ დიდი თავყრილობები არ უნდა იყოს“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„გასაგებია, რომ სახელმწიფოსთვის ამის აღსრულება ძნელია და ყველას სახლებში ვერ შევუვარდებით, მეტწილად თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული რომ დიდი შეკრებები არ გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ეს არის მთავარი რისკი ინფექციის გავრცელების.
ზოგადად, რაც გვაქვს რეგულაციები, იმის აღსრულება უფრო მეტად უნდა მოხდეს, თანაბრად და სამართლიანად ყველასთვის, რომ მერე აღარ დაგვჭირდეს შემდგომი შეზღუდვები, რადგან ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენს მოსახლეობაზე", - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.