logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: არ გვაქვს უფლება, ვაქცინა მაცივარში გველაგოს და ველოდოთ ჯანმოს გადაწყვეტილებას
- +

1 მაისი. 2021. 03:00

 

„სინოფარმის“ გამოყენება 4 მაისს ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანა ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას არ უნდა დაელოდოს, რადგან ეპიდვითარება დღითიდღე მძიმდება.

 

„ქვეყანამ მიიღო გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვება იმუნიზაციის საბჭოსთან ერთად. ამიტომ, ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ 4 მაისს დაიწყოს „სინოფარმით“ ვაქცინაცია.

 

ჩვენ ვიცით, რომ ყველა ის მონაცემი, რადგანაც ამ კონდიციამდე მივიდა "სინოფარმის" ვაქცინა, აუცილებლად ექნება მას ავტორიზაცია. ეს შეიძლება იყოს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ათ დღეში. რა თქმა უნდა, ყველა 500 ვაქცინირებული ადამიანიდან ერთის სიცოცხლე გადარჩება. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მაცივარში გველაგოს ვაქცინა და ველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი