logo_geo
თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რა არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული
- +

1 მაისი. 2021. 23:30

 

 

ვაქცინას პლიუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, მარტო ვაქცინა პანდემიას ვერ დაამარცხებს.

 

ფაიზერის“ აღმსრულებელმა დირექტორმა პირდაპირ განაცხადა, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება ორი ფორმა მედიკამენტის, ინტრავენური, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის და ტაბლეტური, სახლში დარჩენილი პაციენტებისთვისო. ეს ძალიან თამამი განცხადება იყო, რადგან სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევებს რომ ჩავეძიეთ, ჯერჯერობით ეს მედიკამენტი მხოლოდ პირველ ფაზას გადის. თუ წლის ბოლომდე მართლა მოახერხებს სამივე ფაზის გატარებას, ყოჩაღ მათ, თუმცა მე ცოტა ეჭვი მეპარება. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც უფრო წინ არიან კვლევაში, ვიდრე ეს „ფაიზერის“ გამოცხადებული მედიკამენტი. მათგან ყველაზე იმედის მომცემია ატლანტაში შექმილი მედიკამენტი, რომელიც უკვე მესამე ფაზას გადის. ის ტაბლეტირებულია ის ატყუებს ვირუსს. თვითონ ჩაჯდება ვირუსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის მაგივრად, ხოლო თვითონ ის სიცოცხლის უუნარუა. შესაბამისად, ვირუსი კვდება. თუ აღნიშნულმა პრეპარატმა გაამართლა, მაშინ ჩვენ მივიღებთ არა მარტო ეფექტიან ვაქცინას, არამედ მედიკამენტსაც და ეს ორი კომბინაცია აუცილებელია პანდემიის მოსასპობად. მარტო ვაქცინა პანდემიას ვერ მოსპობს. ყველა არ აიცრება, ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ვაქცინა, ვერ უზრუნველყოფს საიმედო იმუნიტეტს. ახალი შტამები ჩნდება და ყველას მიმართ ვაქცინა შესაძლოა არ იყოს ეფექტური, მართალია მოხდება მისი რეფორმულირება, მაგრამ ეს მუდმივი პროცესია და იმის მიხედვით უნდა მოხდეს ვაქცინის ცვლილება, როგორიც შტამები გაჩნდება. მედიკამენტი კი ყველა შტამზე მოქმედებს, ის ქიმიური აგენტია. რასაც ვერ მისწვდება ვაქცინა, იმას გაანადგურებს მედიკამენტი, ორივე საჭიროა. ვაქცინას პლუს მედიკამენტი, ეს არის პანდემიის 100 პროცენტიანი დასასრული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი