logo_geo
პაატა იმნაძე: შეგვიძლია, ფრთხილი ოპტიმიზმით ვთქვათ, რომ ზაფხულს მეტ-ნაკლებად, ნორმალურად შევხვდებით
- +

5 მაისი. 2021. 02:58

 

 

„ჩვენთან სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ არის და ჯერჯერობით, ისევ მატებაში ვართ. „ერთი პლუსი ის არის, რომ ეს მატება ნახტომისებური არ არის და გაორმაგებები ყოველ მეორე კვირას არ გვაქვს, როგორც შარშან ნოემბერში გვქონდა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

„მაისის პირველი ნახევარი ასე თუ გავიარეთ, შეგვიძლია, ფრთხილი ოპტიმიზმით ვთქვათ, რომ ზაფხულს მეტ-ნაკლებად, ნორმალურად შევხვდებით“, – აღნიშნა იმნაძემ.

 

მისი თქმით, ვაქცინაციის ამ ტემპით იმის მოლოდინი არ არის, რომ საქართველოს ისრაელის შედეგები ექნება ან აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის, რომლებმაც მოსახლეობის ნახევარი უკვე აცრეს, მაგრამ როდესაც დღეს ადამიანები იცრებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დაცული იქნებიან მძიმე დაავადებისგან.

 

„მონაცემები ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს. 45 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა და ვხედავთ, რომ თბილისში, „სინოფარმის“ აცრაზე, თვის მეორე ნახევრის ჩათვლით, პრაქტიკულად, ყველა ადგილი დაჯავშნილია.

ჩვენი ხალხი ნელ-ნელა რწმუნდება იმაში, რომ ვაქციანაციას ალტერნატივა არ აქვს, რაც ძალიან კარგი და სასიხარულოა. ჩვენ თუ გვინდა, ვიცხოვროთ ჩვენი წესებით და არა კოვიდის წესებით, ვაქცინაცია აუცილებელია“, – განაცხადა იმნაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი