logo_geo
რა დაუმალა რუსუდან კერვალიშვილმა შვილიშვილს
- +

6 მაისი. 2021. 10:46

 

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს, რუსუდან კერვალიშვილს, მისთვის მისჯილი 4 წელი სრულად, მარტის ბოლოს გაუვიდა და ის უკვე თავისუფალია. რუსუდანი ციხეში გატარებულ მძიმე წუთებზე გადაცემა „პროფილში“ საუბრობს.

 

ის იხსენებს, თუ როგორ შეხვდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილიშვილს.

 

„ჩემმა შვილიშვილმა, მარიტამ იცოდა, რომ გერმანიაში ვიყავი წასული. რომ წავედი, არც მიკოცნია მისთვის, რადგან რაღაც დროის მერე ერთმანეთს შევხვდებოდით...

 

შეხვედრა 4 წლის შემდეგ რთული იყო. ციხეში ჩემ შვილს მოსვლას ვუკრძალავდი, რადგან რთულია დედის ციხეში ნახვა და დატოვება.

 

რომ გავედი და ჩემი შვილიშვილი ვნახე, ბავშვი აბსოლუტურად გათეთრდა. არ მინდოდა, თავს დიდი ტრაგედია დამეტეხა, არ მინდოდა, ამ ამბავში ბავშვი გამერია“,- ამბობს კერვალიშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი