logo_geo
ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე საავტორო გადაცემას წაიყვანს
- +

7 მაისი. 2021. 12:20

 

 

მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე ინგლისურენოვან საავტორო გადაცემას წაიყვანს. გადაცემა საინტერესო ადამიანებზე და ადგილებზე იქნება, რომელსაც „ნინის დღიურები“ ერქმევა.

 

„ტელევიზია ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც იმას აკეთებ, რაც გაინტერესებს.

 

ჩემი გადაცემა ეხება საინტერესო ადამიანებსა და ადგილებს. ის ეხება შთამაგონებელ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას ქმნიან… უკვე ჩავწერე ინტერვიუები ცნობილ იტალიელ და ბრიტანელ არქიტექტორებთან,“ – ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი „იმედის“ ეთერში.

 

 

big_banner
არქივი