logo_geo
ლევან ჯღარკავა: წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება
- +

13 მაისი. 2021. 02:56

 

 

„წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება“, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეაბილიტაციის დროს პირველი ნალესი ფენა იხსნება და შემდგომ ხდება იმ ნახატის სრული აღდგენა, რომელიც გამოჩნდება.

 

„ჯერჯერობით მოვახერხეთ და უკვე მიმდინარე პროექტში გვაქვს 10 სადარბაზო, რაც ძალიან საინტერესოა. რეაბილიტაციის დროს პირველი ნალესი ფენა იხსნება და შემდგომ ხდება იმ ნახატის სრული აღდგენა, რომელიც გამოჩნდება. ათონელის 31-ში რეაბილიტაციის დროს აღმოვაჩინეთ 1904 წელს დამზადებული კიბის ლითონის ნაკეთობა, რომელიც ავსტრიიდან არის ჩამოტანილი. ძალიან საინტერესოა თვითონ ის წყობა. წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება“- განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

 

right_banner big_banner
არქივი