logo_geo
ჯანო იზორია: ეს ძალიან მისტიკური და საოცარი რამაა ჩემთვის…
- +

18 მაისი. 2021. 21:05

 

 

მსახიობი, ჯანო იზორია მეორე შვილს ელოდება, ამის შესახებ კი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

 

„უკვე დაბადების თვეა, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ველოდებით, ფოტოსესიაც ამიტომ გავაკეთეთ. დავურეკეთ ჩვენს მეგობარს, თამარ გონჯილაშვილს და ვთხოვეთ გადაღება „დუბლი ორი“  - რადგან პირველი არის ევა, ხოლო მეორე- თებე. ხშირად არ გვახასიათებს ხოლმე ფოტოების სოციალურ ქსელში დადება, ამ მდგომარეობაში კი პირველად ავტვირთეთ და იმდენი სითბო და სიყვარული წამოვიდა, ძალიან გაგვიხარდა. მოგვინდა, ყველას გაეზიარებინა ჩვენი სიხარული, თან პანდემიურ გარემოში ყველა ისეთი დაძაბულია, ვეცადეთ, პოზიტივი შემოგვეტანა. ამაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არის ბიოგრაფიული ცნობები, რომელიც შემდეგ სახსოვრად დარჩება თებეს. ადრე არ იყო სოციალური ქსელები, მაგრამ ჩვენი მშობლებიც იღებდნენ სამახსოვროდ ფოტოებს. მეც მაქვს შავ-თეთრი ფოტო, სადაც დედა ჩემზე არის ფეხმძიმედ. ეს ძალიან მისტიკური და საოცარი რამაა ჩემთვის- უყურებ უკვე ზრდასრული და იცი, რომ იქ შენ ხარ, ჯერ კიდევ მუცელში.“- ამბობს იზორია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი