logo_geo
ჯანო იზორია: ზღვარს გასული ურთიერთობების არ მწამს
- +

19 მაისი. 2021. 11:06

 

 

მსახიობმა ჯანო იზორიამ ჟურნალ „თბილისელებთან“ შვილებთან დამოკიდებულებაზე და როგორი მამაა, ისაუბრა.

 

 

„ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ, სხვა იტყვის, როცა დრო გავა. ისიც არ მინდა, ვინმემ ქება-დიდება დამიწყოს. მზრუნველი ვარ. ხანდახან, თუ სიტუაცია მოითხოვს, ადამიანის ძალებს რაც აღემატება, იმასაც ვაკეთებ ხოლმე. როცა ევას სიცხე აქვს, ენით ვერ აღვწერ, მაგ დროს რა მემართება. როგორც ყველა მშობელი, მეც არ ვარ გამონაკლისი და სულ შვილების კეთილდღეობაზე ვფიქრობ. ძალიან მინდა, ცხოვრებაში ისეთი რაღაცები გავუკეთო, რაც მე მაკლდა. ისე, მეგობრები ვართ და ეს დამოკიდებულება მექნება ყოველთვის, მაგრამ მეგობრობაც რაღაც ზღვარს ითვალისწინებს. ბუნებრივად უნდა იყოს მშობელსა და შვილს შორის პატივისცემა და ის, რომ მშობელი შვილისთვის ავტორიტეტია. ზღვარს გასული ურთიერთობების, უმადურობისა და მსგავსი რამეების არ მწამს. ერთად უნდა იგიჟონ  მშობლებმა და შვილებმა, მაგრამ ვფიქრობ, ამ ურთიერთობას ზომიერება ამშვენებს“, - ამბობს იზორია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი