logo_geo
ირმა სოხაძე: ჩვენ ვართ ძალიან ეჭვიანი, უნდო და რაღაცნაირი შურიანი ხალხი, არაფერი მოგვწონს…
- +

19 მაისი. 2021. 13:11

 

 

„ჩვენ ვართ ძალიან ეჭვიანი, უნდო და რაღაცნაირი შურიანი ხალხი, ამავდროულად, ცოტა ზარმაცი“, – ამის შესახებ მომღერალმა ირამა სოხაძემ გადაცემა „რეაქციაში” განაცხადა.

 

მისი თქმით, „ხელისუფლება ათასჯერ უკეთესიც რომ გვყავდეს, ვერაფერს იზამს, თუ ჩვენ ამაში მხარი არ ავუბით”.

 

„სუფთა ქართველი ვარ, ამიტომ მეპატიება, ხანდახან კარგიც და ცუდიც რომ აღვნიშნო ჩემს ერში, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, მიუხედავად ყველა მინუსისა.

 

მილიონი პრობლემაა და ამ მილიონ პრობლემაში ხელისუფლებამ რა გააკეთოს? სულ რომ გადარეული ხელისუფლება იყოს და ამაზე ათასჯერ უკეთესი, რაც დღეს არის, ვერაფერს იზამს, თუ ჩვენ ამაში მხარი არ ავუბით. ჩვენ თვითონ, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თუ არ ავიღეთ.

 

ჩვენ ვართ ძალიან ეჭვიანი, უნდო და რაღაცნაირი შურიანი ხალხი, ამავდროულად, ცოტა ზარმაცი… არაფერი მოგვწონს, შეიძლება არაფერი მოგვეწონოს?“ – განაცხადა ირმა სოხაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი