logo_geo
კახა მამულაშვილი: ლელა ხო მამაკაცია?!
- +

19 მაისი. 2021. 13:59

 

 

„ადამიანებმა ურთიერთობები რომ შევინარჩუნოთ, არ უნდა ამოვწუროთ ერთმანეთი“, - ამის შესახებ პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე „მამულიჩა“ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

 

„ნათქვამია, ოჯახში ისეა, როგორც კაცი იტყვისო - ლელა ხო კაცია?! მაგით ვამართლებ ხოლმე. საერთოდ, ადამიანებმა ურთიერთობები რომ შევინარჩუნოთ, არ უნდა ამოვწუროთ ერთმანეთი. საინტერესო უნდა დატოვო რაღაც და მაქსიმალურად ვცდილობთ, ასე მოვიქცეთ. დღეს შეიძლება, ერთი ვთქვათ და ხვალ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად იყოს, თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და თითოეული დღე პოზიტიურად დატვირთული იყოს. არ ვფიქრობთ ცუდზე, არ ვუყურებთ ტელევიზორს. ჩვენს პრობლემებს რომ ჩავუღრმავდეთ, ჩავთვლით, რომ ხვალინდელი დღე არ არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემებს ვერ ვხედავთ ან არ გვაწუხებს, მაგრამ ამ მიზეზით თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევთ. არალაღი ჩვენი ოჯახი მაშინვე დაიკარგება“, - ამბობს კახა მამულაშვილი („მამულიჩა“).

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი