„თუ „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს 43%-ზე მეტს, 2022 წელს ვატარებთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს გახლავთ (ცოტა არ იყოს) ზედმეტი მეტიჩრობა, ანუ ზედმეტად დამთმობი სვლა ე.წ. ოპოზიციის მისამართით“, - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „საერთო გაზეთში“ საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:
„რატომ ვთვლი ამ ამბავს მეტიჩრობად?
იმიტომ, რომ ისე წავიდნენ ბაიყუშ ოპოზიციასთან გარიგებაზე, ამ ქვეყნის მოსახლეობას არაფერი გვკითხეს – გვინდა ვადამდელი არჩევნები? გვაწყობს ზედმეტი ხარჯები? გასდით და ტირიან, ხომ? ბოლოს და ბოლოს, ყველამ ხომ მშვენივრად ვიცით, რომ საქართველოში არჩევნებს „ნაცმოძრაობის“ გარდა ვერავინ აყალბებს?“, - წერს ზედელაშვილი.