logo_geo
ირაკლი ხმალაძე: კახა კალაძის გადაწყვეტილებით, რამდენიმე წელიწადში, ყველა ავტოფარეხის ადგილას სკვერი იქნება
- +

20 მაისი. 2021. 03:05

 

 

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, გადაცემაში „დედაქალაქი“, თბილისში არსებულ ავტოფარეხებსა და მათ ადგილას, რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობის შესახებ ისაუბრა.

 

„ავტოფარეხების ჩანაცვლების პროექტის ინიციატორი მერი, კახა კალაძე იყო. ამ ადამიანს ასეთი მიგნებები ახასიათებს. ამ დავალებას არც კანონმდებლობაში ცვლილება და არც ბიუროკრატიული პროცედურები არ დასჭირვებია. მერმა გამგებლებს მისცა დავალება, რომ დალაპარაკებოდნენ მოსახლეობას, რომ თუ ისინი სრულად აიღებდნენ ავტოფარეხებს, მერიის ხარჯით გაკეთდებოდა დემონტაჟი და მოეწყობოდა სკვერი. 466 ავტოფარეხის ნაცვლად, 34 სკვერია გაშენებული. ერთ დღეს, თბილისის რომელიღაც მერმა გადაწყვიტა, ავტოფარეხების განაშენიანება დაეშვა. ყველა კორპუსის ეზოში, ინდივიდუალურად, მახინჯადაა გაშენებული ეს ავტოფარეხები. დარწმუნებული ვარ, კახა კალაძის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წელიწადში მოგვცემს იმას, რომ ქალაქში არც ერთი ასეთი ავტოფარეხი აღარ იარსებებს და ყველგან იქნება სკვერი. ესაა უნიკალური მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთი მარტივი გადაწყვეტილებით ასეთი მნიშვნელოვანი ურბანული სიკეთე შექმნა. რაც მთავარია, მოსახლეობაა ამით კმაყოფილი“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი