logo_geo
„ნუცას პანაშვიდზე ჩამეხუტე და რაც მითხარი, ამის გამო შოკში ჩავვარდი...“ - რა გაიხსენა მაიამ კესარიაზე
- +

20 მაისი. 2021. 13:12

„ტვ პირველის“ ეთერში გადაცემა „პროფილის“ სტუმარი სკანდალური მოდელი და ტრანსგენდერი - კესარია აბრამიძე იყო. მან პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი საიდუმლო გაამხილა და პირველად, შეყვარებულიც გამოაჩინა.

 

გადაცემის წამყვანმა, მაია ასათიანმა კესარიასთან დაკავშირებით ერთი ემოციური ამბავიც გაიხსენა, რომელიც მისი შვილის, ნუცას გარდაცვალებას უკავშირდებოდა:

 

„ერთი რთული პერიოდი მინდა, გაგახსენო ჩემი ცხოვრებიდან. იმ პერიოდიდან, მართალია, ბევრი რამე არ მახსოვს, მაგრამ შენი ნათქვამი სულ ყურში მიდგას და სულ მინდოდა, ამაზე შენთან მელაპარაკა. ძალიან გაოცებული ვიყავი, ნუცას პანაშვიდზე როცა შენ მოხვედი, ძალიან მაგრად ჩაგეხუტე და რაღაც პერიოდის შემდეგ მითხარი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთ ადგილას მოვედი, რადგან გარკვეული შიში მქონდა, როგორ დამხვდებოდა საზოგადოებაო. მე ისეთ შოკში ჩავვარდი ამის გამო, ვერ გავიაზრე, რომ შენთვის ეს, შესაძლოა, პრობლემა ყოფილიყო“.

 

ამ ისტორიის გახსენების შემდეგ კესარიამ ასათიანს შემდეგნაირად უპასუხა:

 

„კი, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ნიკასაც კი დავურეკე, შეიძლება მოვიდე-მეთქი? ხალხი ჩემს განსხვავებულობას ვერ უკავშირებს იმას, რომ მეც შეიძლება ახლობელი ადამიანის გარდაცვალება მეტკინოს და ამაზე სრული შოკი ემართებათ. ამიტომ სულ თავს ვარიდებდი. ახლაც არასოდეს დავდივარ მსგავს ადგილებში“,- აღნიშნა კესარია აბრამიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი