logo_geo
გიორგი ფანცულაია: მამამ ვერ გადაიტანა... ჩემი ფილტვები იყო 81%-ით დაკეტილი
- +

21 მაისი. 2021. 02:14

 

"მე, მამა, დედა, მეუღლე, ბავშვი, ყველანი ერთობლივად ვიყავით კოვიდ-ინფიცირებული, სამწუხაროდ მამამ ვერ გადაიტანა“,  -განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ "ღამის კურიერის" ეთერში.

 

„ვერაგი დაავადებაა, ის კლინიკაში დამძიმდა. რაც შემეხება მე, ამას არა სადღეგრძელოდ, გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემი მდგომარეობა იყო იმდენად კრიტიკული, პირადად ლევან რატიანის დამსახურებაა, რომ აქ ვარ, ჩემი ორივე ფილტვი იყო 81%-ით დაკეტილი და მე ჩემს თავზე ვნახე, რა არის ამ ვერაგი დაავადების საშინელება, როგორც ფილმებში იხრჩობა ადამიანი, ასე რამდენიმეჯერ დავიხრჩე უჰაერობით გონების დაკარგვამდე და შემდგომ მომაბრუნეს.

 

ყველას ვურჩევ გაიზიაროს, რომ ეს არის რეალობა და ეს რომ რეალობაა, მე ვარ მაგის მაგალითი," - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი