logo_geo
დათო ოქიტაშვილი: ჩემი წარმატების ფორმულა ჩემი მეუღლეა!
- +

21 მაისი. 2021. 13:59

 

 

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა მისი მეუღლის შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.

 

„ადამიანში პირველ რიგში, მის თვისებებს ვაფასებ. ქალიც, მთავა რია, ადამიანი იყოს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია... ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი წარმატების ფორმულა ჩემი მეუღლეა, პირველად სწორედ მისმა ადამიანურმა თვისებებმა მომხიბლა. ახლა კი, ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში მივაღწიე, სწორედ მისი დამსახურებაა! 26 წელია ცოლ-ქმარი ვართ, კამათი როგორ არ მოგვსვლია, მაგრამ ჩვენი ოჯახი დანგრევის პირას არასდროს მისულა. როცა დილიდან საღამომდე ქუჩაში ხარ, შრომობ, წვალობ და ამ დროს, მთელი ოჯახის ტვირთი ქალზე გადადის, ეს დასაფასებელია. მასზეა დამოკიდებული შენი შვილების აღზრდაც.

 

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეუღლე მყავს. დიახ, ადამიანი მარტო სილამაზით არ უნდა შეაფასო, მით უმეტეს, რომ ყველა ქალს თავისი ხიბლი აქვს. ვერ ვიტან სიტყვა „მახინჯს“, რადგან ჩემთვის ყველა ქალი, ბავშვი და საერთოდ, ნებისმიერი ადამიანი ლამაზია. ასევე არ შეიძლება ადამიანთან ურთიერთობა მისი თანამდებობით ან სტატუსით განსაზღვრო. მე ასე გამზარდეს და ჩემი შვილებისთვისაც არასდროს მითქვამს, მხოლოდ პრივილეგირებული და მდიდარი ხალხის შვილებთან იმეგობრეთ-თქო. რაც შეეხება ფემინისტებს, მე მათ მოსაზრებებსაც პატივს ვცემ. თან, ზოგიერთი მათგანი ძალიან ახალგაზრდაა და არ გამოვრიცხავ, მათი შეხედულებები წლების შემდეგ რადიკალურად შეიცვალოს. მათ შორის ჩემი ნაცნობების და ახლობლების შვილებიც არიან“, - განაცხადა დათო ოქიტაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი