logo_geo
ნიკუშა შენგელაია: ერთად დგომა და ერთიმეორის გატანა ქართველებს ყოველთვის გვიჭირდა
- +

21 მაისი. 2021. 18:14

 

 

„სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში მორალი და პოლიტიკა სხვადასხვა პოლუსზეა და რთულია ამ პროცესში ჩაერიო“, - ამის შესახებ მხატვარი ნიკუშა შენგელაია ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

 

„ხშირად მეკითხებიან: ყოველთვის აქტიური იყავით და რატომ არ იღებთ პასუხისმგებლობას, რომ პოლიტიკაში მოხვიდეთ და ამ ქვეყანას მოვუაროთო? მე ვპასუხობ: სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში მორალი და პოლიტიკა სხვადასხვა პოლუსზეა და რთულია ამ პროცესში ჩაერიო. მგონი, ყველა ვხედავთ, რომ ძალიან რთული დროა – ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა: ამ ერთი წლის განმავლობაში კოვიდ-ვირუსმა მთელი ეკონომიკა თავდაყირა დააყენა. მსგავსი პანდემია მსოფლიოში უკვე რამდენი წელია, არ ყოფილა. საქართველო მდიდარი ქვეყანა არ არის და ჩვენ ეს სიტუაცია გაცილებით მწვავედ შეგვეხო. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალი ტურიზმი გახლდათ და პანდემიამ პირველად სწორედ ამ სფეროს „დაარტყა“. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს დაერთო და ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა. ახლა უფრო მეტი გონიერება და ერთად ყოფნა გვმართებს, მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებს რომ ვაკვირდები, თითქოს, აქ ცხოვრებას არ აპირებენ, თითქოს, მათი შვილები ამ ქვეყანაში არ უნდა გაიზარდონ. ჩვენმა წინაპრებმა ტყუილად კი არ დაგვიწერეს, ძალა ერთობაშიაო? – ერთად დგომა და ერთიმეორის გატანა ქართველებს ყოველთვის გვიჭირდა“, - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი