logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, „მესამე ტალღის“ დროს არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა სასწრაფოს დაგვიანების
- +

21 მაისი. 2021. 19:35

 

  

„ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა კლინიკებში მოყვანისთანავე ხვდებიან რეანიმაციულ განყოფილებაში - პაციენტი მანამდე უნდა მივიდეს კლინიკაში, სანამ ის ძალიან დამძიმდება“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„გარდაცვალების ძირითადი მიზეზი არის დაგვიანებული მიმართვა კლინიკებისადმი - ეს რჩება მთავარ მიზეზად. როდესაც შემთხვევები ძალიან ბევრია იქ არ შეიძლება, რომ გარდაცვალების შემთხვევებმა არ მოიმატოს. გარდაცვალების არსებული მაჩვენებელი საქართველოსთვის ბევრია იმიტომ, რომ ჩვენთვის ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე.

 

„მეორე ტალღის“ დროს იყო შემთხვევები, როდესაც გვიანდებოდა სასწრაფო დახმარების მისვლა, ოჯახის ექიმების, ძნელი იყო საწოლების პოვნა, თუმცა არ იყო ეს ისეთი კატასტროფული, როგორც სხვა ქვეყნებში. ახლა, „მესამე ტალღის“ დროს სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არ დაფიქსირებულა არცერთი შემთხვევა სასწრაფოს დაგვიანების ან ონლაინ კლინიკის ექიმის არასათანადო დონის მომსახურების და მითუმეტეს, ჰოსპიტალიზაციის პრობლემა.

მუდმივად ეკავა ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ცარიელი საწოლი მესამე ტალღის დროს, ახლა დღეისათვის ჰოსპიტალიზებულია 4 5200 პაციენტი და მობილიზებულია 6 000 საწოლი. ასე რომ, პრობლემა მდგომარეობს თვითონ დაავადების ვერაგობაში და გვიან მიმართვაში. გვიან მიმართვის მიზეზებია: ადამიანები, რომლებსაც გაუჩნდებათ სიმპტომები კოვიდის, ან კონტაქტში არიან, აგვიანებენ ტესტირებას, არადა ტესტირება ხელმისაწვდომია ყველა კუთხეში, ასევე, ტესტირებას იკეთებენ დროზე, იგებენ რომ აქვთ კოვიდი, მაგრამ არ ჩქარობენ ექიმთან მისვლას - ფიქრობენ, რომ ისინი იოლად გადაიტანენ და ასევე, არ ემორჩილებიან ექიმის რჩევას და იცდიან სახლში, სანამ უკიდურესად არ დამძიმდებიან. ძალიან ბევრია შემთხვევა, როდესაც კლინიკებში მოყვანისთანავე ხვდებიან რეანიმაციულ განყოფილებაში - ეს არ უნდა იყოს, პაციენტი მანამდე უნდა მივიდეს კლინიკაში, სანამ ის ძალიან დამძიმდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი