logo_geo
პაატა იმნაძე: თქვენ გგონიათ, ანტივაქსერი ისაა, რომ გამოდის და იძახის, დაგჩიპავენო? ანტივაქსერი სწორედ ისაა, ვინც ამბობს, უიმე, ეს ვაქცინა არ ვარგაო
- +

22 მაისი. 2021. 00:55

 

 

„თქვენ გგონიათ, ანტივაქსერი ისაა, რომ გამოდის და იძახის, დაგჩიპავენო? ეგ არ არის. ანტივაქსერი სწორედ ისაა, ვინც გამოდის და იძახის, უიმე, ეს ვაქცინა არ ვარგაო“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - როგორ შეაფასებს უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმთა ნაწილის განცხადებებს, რომლებიც „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებენ.

 

„ამით ის ადამიანებს რწმენას ურყევს. როცა შენს ქვეყანას ძალიან უჭირს და დიდი ძალისხმევით მოიპოვა რაღაც ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს 35 ქვეყანაში გამოიყენება, იმის მაგივრად, რომ ადამიანებს ამ ვაქცინის რწმენა ჰქონდეთ და ამ რწმენას რომ უქარწყლებს, ისაა ანტივაქსერი“, – განაცხადა იმნაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი