logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: პირდაპირ დაგეშილები იყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ!
- +

22 მაისი. 2021. 00:14

 

 

„წინა ხელისუფლება იყო იმ ადამიანთა კასტა, რომლებიც პირდაპირ დაგეშილები იყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ!“ - ამის შესახებ 2008 წელს პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე, „რეპორტიორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გიორგის მკვლელისთვის რაც შეიძლება ნაკლები მიესაჯათ.

„წინა ხელისუფლება იყო იმ ადამიანთა კასტა, რომლებიც პირდაპირ დაგეშილები იყვნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ! თუ რამე ცუდი შეიძლებოდა გაეკეთებინათ, ყველაფერს აკეთებდნენ. ჩემი გიორგის საქმე მაშინ გამოძიებულ იქნა იმ დონეზე, როგორც მათ აწყობდათ. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გიორგის მკვლელისთვის რაც შეიძლებოდა ნაკლები მიესაჯათ. ადამიანის მკვლელობისათვის ორი წლის მისჯა არის, პირველ რიგში, მოკლულის პატრონებისა და ახლობლების დაცინვა, მეორე რიგში კი, ყველა იმ ადამიანისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, ვინც ეს ამბავი გაიგო, მოისმინა, ნახა“, - განაცხადა ჯამბულ გამცემლიძემ.

 

სრული ინტერვიუს ნახვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=156963

 

 

big_banner
არქივი