logo_geo
დავით გადელია: ბავშვებშიც ოდნავ დამძიმდა კორონავირუსის მიმდინარეობა, თუმცა ეს არ არის ლეტალობის დონის
- +

22 მაისი. 2021. 03:02

 

 

„ჩვენი დეპარტამენტის უფროსის ბოლოდროინდელი მოხსენებებით, ბავშვებშიც ოდნავ დამძიმდა დაავადების მიმდინარეობა“, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით გადელიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

„თუმცა ეს არ არის ისეთი ლეტალობის დონის, მაგრამ ოდნავ დამძიმდა. ადრე, ბავშვებში ძალიან იოლად მიდიოდა“, – განაცხადა გადელიამ.

 

 

ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ - გამარტივდა თუ არა დაავადების რთულ ფორმებთან ბრძოლა ერთწლიანი გამოცდილების შემდეგ და რამდენად იმატა რთული ფორმების დაძლევის შემთხვევებმა, გადელიამ აღნიშნა, რომ გამოცდილებით, მედპერსონალმა იცის, რა უნდა გააკეთოს, თუმცა, როცა რთულ შემთხვევებზეა საუბარი, ბრძოლა ძალიან მძიმეა.

 

„გამოცდილებამ ის შეგვძინა, რომ ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ, რა საშუალებებიც გვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, საშუალება არ არის მთლად ეფექტური. იმიტომ, რომ ვირუსზე პირდაპირ ზემოქმედებას ჩვენ ვერ ვახდენთ, თუმცა თვითონ ეს ბრძოლა იმდენად რთულია, რომ ამით არაფერი გაადვილებულა. უბრალოდ, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ბრძოლა არის ძალიან მძიმე, როცა საუბარია რთულ შემთხვევებზე“, – განაცხადა გადელიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი