logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვი: სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ დღეში 20-30 ადამიანს ვკარგავთ
- +

22 მაისი. 2021. 01:34

 

 

„მესამე ტალღის დროს ხელისუფლებამ არ მიმართა მკაცრი „ლოკდაუნის“ მეთოდს დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. რეალურად ჩვენ ვიყავით მხოლოდ ადამიანების თვითორგანიზების იმედად“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკასთან“ განაცხადა

 

„სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ დღეში 20-30 ადამიანს ვკარგავთ და დღეის მდგომარეობით, თითქმის ათასამდე ადამიანი კრიტიკული დეპარტამენტებში იმყოფება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მესამე ტალღის დროსაც სერიოზული დანაკარგები განვიცადეთ, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ იყო ისეთი ციფრები, როგორიც შემოდგომაზე გვქონდა.

მგონია, რომ ეს პლატო შენარჩუნდება დიდი ხანი, რადგან ვირუსს ჯერჯერობით ვერაფერს ვუპირისპირებთ, პირბადეებისა სხვა რეგულაციების გარდა. ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს ტემპერატურის ცვლილება და ბუნებრივი ვენტილაციის გაზრდა, რადგან ადამიანები გარეთ მეტ დროს ატარებენ, მეტად ვენტილირდება სახლები და სამსახურები, სადაც ჩვენ დროს ვატარებთ.

ჩვენთვის ნაკლებად სასარგებლოა შტამების დომინაცია, განსაკუთრებით ბრიტანული შტამის, რომელსაც უფრო მარტივად გადადის. ამ პლატოს დაღმართისკენ წაყვანა და დღეში ასამდე შემთხვევის ქონა, როგორც ეს სხვა წარმატებულ ქვეყნებშია, მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის პროცესზე არის მიბმული“, - განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი