logo_geo
ლევან რატიანი დედაზე საუბრის დროს ატირდა
- +

24 მაისი. 2021. 01:29

 

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მას დედასთან ერთად ცხოვრება ძალიან უნდა, თუმცა ამას ვერ ახერხებს. ის ამ და სხვა საინტერესო თემაზე გადაცემაში „ნოესთან” ისაუბრებს.

 

 

„ლევან რატიანს უნდა, რომ თავისი დედა გვერდში ჰყავდეს, მაგრამ სამწუხაროდ არ ჰყავს, დედა სოფელში ცხოვრობს… უიმისოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია”- ამბობს რატიანი.

 

 

ლევან რატიანის თქმით, მისი მეუღლე გვანცა მისი მესაიდუმლეა და ერთადერთია, ვისაც საკუთარი გულისტკივილის შესახებ უყვება.

 

„ერთადერთია გვანცა, ვისაც ვუყვები ჩემს გულის ტკივილს”, – ამბობს ლევან რატიანი.

 

 

big_banner
არქივი