logo_geo
პარლამენტის თავმჯდომარის აქამდე უცნობი ისტორიები
- +

24 მაისი. 2021. 01:30

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, მას სპორტი ძალიან უყვარს და როგორც თავად ამბობს, დაახლოებით, 20 წელია საფეხბურთო კლუბ იუვენტუსის ოფიციალური წევრია. ამის შესახებ მან გადაცემაში „სტუმრად ნოესთან” ისაუბრა.

 

 

„როდესაც ძალიან დაღლილი ვარ, სპორტული აქტივობაა, რომლის დროსაც ვისვენებ. თითქოს ტვინი ითიშება, არ მაინტერესებს იმ დროს არც ტელეფონი, მოედანზე რომ შევდივარ და ვთამაშობ იქ ვარ სრულიად კონცენტრირებული, რომ სიამოვნება მივიღო და ფიზიკურად დავიხარჯო. იუვენტუსის ფანი ვარ, საპატიო წევრიც ვარ, 20 წელია დაახლოებით კლუბის ოფიციალური წევრი ვარ და 2008 წელს უკვე საპატიო წევრი… ძველი ანტიკვარული ბურთიც მაქვს, 1946 თუ 1947 წელსაა… ჩელსის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ, ზოგადად ინგლისური ფეხბურთი ძალიან მიყვარს”, – ამბობს კახა კუჭავა.

 

 

კახა კუჭავას ექსტრემალური სპორტითაცაა გატაცებული. ის ხშირად ჯომარდობაში იღებს მონაწილეობას და სნოუბორდიც ძალიან უყვარს.

 

 

„სნოუბორდზე კარგი შემთხვევა მქონდა, ბატუტზეც დავიწყე სიარული, რომ სალტო მესწავლა სწორად. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან მაღალი ხარ სალტოებისთვის და ასეთი რაღაცებისთვის, მაგრამ თუმცა ერთი ორჯერ გამომივიდა”, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ნოესთან ინტერვიუში.

 

 

big_banner
არქივი