logo_geo
გიორგი წერეთელი: იდეალური ქალი არის თამილა მარეხაშვილი
- +

24 მაისი. 2021. 18:43

 

 

გიორგი წერეთელს ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში, იდეალური ქალის მაგალითად თავის მეუღლე, თამილა მარეხაშვილი მოჰყავს.

 

 

„იდეალური ქალი არის ჩემი მეუღლე- თამილა მარეხაშვილი, რომელიც ძალიან მიყვარს. იდეალური ქალია ის, ვისთვისაც პრიორიტეტი არის ოჯახი და რომელიც თავად არის გაზრდილი კარგ ოჯახში. იდეალური ქალები იდეალურ ოჯახში იზრდებიან, ისევე, როგორც კაცები. იდეალურია ის, ვინც შეძლებს ოჯახის შექმნას, შენარჩუნებას, სითბოს და ბალანსის დაჭერას. თუმცა, იგივე მოეთხოვება მამაკაცსაც. ყველა ქალი ლამაზია, იდეალური და ლამაზი არის ის, ვისი თვალებიც ბედნიერებით  ბრწყინავს. მამაკაცს მეტი არაფერი უნდა, მის ხელში იყოს ქალი ბედნიერი“, - ამბობს გიორგი წერეთელი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი