logo_geo
დათუნა სულიკაშვილი: კარანტინის გამო 80%-მა წონაში მოიმატა, ყველას თავისუფალი სტილის მოთხოვნა გაუჩნდა
- +

24 მაისი. 2021. 18:57

 

 

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ჟურნალ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს:

 

„პანდემიის გამო დღემდე გაურკვეველია, როგორი იქნება მოდა მომავალში. დაიხურა  ბევრი უნიკალური ბრენდი, მათ შორისაა ჰუსეინ ჩალაიანი, რომელიც იყო გენიოსი და შევიდა მოდის ისტორიაში. ის იყო პირველი, ვინც მექანიკური ტანსაცმელი შექმნა.  დღეს კონკრეტული მოდა აღარ არსებობს. მოდაშია, ის რაშიც კომფორტულად გრძნობ თავს. რადგან აღარ არსებობს წვეულებები, ადგილები, სადაც გენდომება, გამოიყურებოდე ლამაზად, ჩაიცვა ის, რაც გსურს, მოგწონს და გინდა, მოაწონო სხვასაც...

კარანტინის გამო 80%-მა წონა მოიმატა და ყველას თავისუფალი სტილის მოთხოვნა გაუჩნდა. დღეს მოდის სამყაროში არ არსებობს კონკრეტული ტენდენციები. პანდემიამ ძალიან ბევრი რამ შეიწირა. ვფიქრობ, ღირებულებებიც გადაფასდა არა მარტო მოდაში, არამედ ხელოვნების ყველა სფეროში. იმედი მაქვს, ახლა შეიქმნება ნამდვილი ხელოვნება, რადგან ბოლო დროს მოდა გახდა მეტისმეტად კომერციული, აღარ იქმნებოდა ისეთი გენიალური რაღაცეები, როგორსაც ჯონ გალიანო, გოტიე, მსოფლიოში ცნობილი სხვა დიზაინერები ქმნიდნენ. ალბათ, ეს გარდატეხა კარგია, ძალიან ბევრ რაღაცაზე დაგვაფიქრებს, მაგალითად სისუფთავეზე, ეკოლოგიაზე და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“, - ამბობს სულიკაშვილი.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი