logo_geo
ანი გიუნტერი: არასდროს მაქვს რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი
- +

25 მაისი. 2021. 12:29

 

 

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის „დაბადების დღის კვირეულზე“ საუბრობს.

 

„მინდა, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გავუზიარო სითბო და სიყვარული. თუ ვინმეს გამორჩა ჩემი დაბადების დღე ან ვერ მოვიდა, კი არ ვიბუტები, მერე ცალკე აღვნიშნავ მათთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას სურს ჩემს გვერდით ყოფნა. რატომ დაპატიჟებ ისეთ ადამიანს, ვისაც მოსვლა დაეზარება? მე დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობრების სიყვარულში და გული რომ არ დასწყდეთ, თუ იმ დღეს ვ ერ ახერხებენ, მე ვეუბნები, რა პრობლემაა, თქვენ მხოლოდ დღე აარჩიეთ. მთავარი ხასიათია და არა მხოლოდ დაბადების დღეზე. ერთხელ, აგვისტოში ახალი წელი მოვაწყვე. ისეთი პერიოდი მქონდა, როცა სტიმული მჭირდებოდა ახალი ცხოვრების დასაწყებად. მეგობარს ვუთხარი, მოდი, ყველანაირი წყენა დავივიწყოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ-მეთქი. ამიტომ, აგვისტოში სიონში ჩავიტანე თოვლის ბაბუები, ნაძვის ხე და სათამაშოები. იქ ისე ყინავდა, მართლა იყო ზამთრის განწყობა და ასე ლამაზად აღვნიშნეთ ახალი წელი აგვისტოში. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ მახასიათებს სტერეოტიპული აზროვნება. არასდროს მაქვს რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი. არ ვფიქრობ, რომ ვინმე დარეკავს, ვინმე გამოჩნდება და ეს რომ მოხდება, მერე ვიგრძნობ თავს კარგად. ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლიდი, ეს ჩემი სამყაროში მოვლენა იყო. რადგან დავიბადე, აწი მე ვიცი, ვტკბები ყველა მომენტით. პასუხისმგებლობა საკუთარ ბედნიერებაზე მე მაქვს აღებული. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რა ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე და ისეთი ვარ, როგორიც ვარ. დედამ 42 წლის ასაკში გამაჩინა, მოულოდნელი სიხარული ვიყავი. ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ თავიდანვე გამიმართლა. თუ მუდმივად რაღაცას მოელი, აუცილებლად გაგიცრუვდება იმედი: ვიღაც დააგვიანებს, ვიღაც არ მოგილოცავს, ვიღაც არ მოვა, ამიტომ ყოველთვის რაღაც დაგაკლდება“, - ამბობს ანი გიუნტერი ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი