logo_geo
ანი გიუნტერი: ყველაფერი ჩვენს არჩევაზეა
- +

25 მაისი. 2021. 12:34

 

 

„ადამიანს შეუძლია ყველაფერი წამართვას, მაგრამ არჩევანს და იმას, თუ როგორი რეაქცია მექნება მე ამაზე, ვერავინ წამართმევს“, - ამის შესახებ ტელეწამყვანი ანი გიუნტერი, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩემი არჩევანია, გავბრაზდები თუ არა, მაგალითად, ვიღაცის წამოძახილზე ქუჩაში. ადამიანს შეუძლია ყველაფერი წამართვას, მაგრამ არჩევანს და იმას, თუ როგორი რეაქცია მექნება მე ამაზე, ვერავინ წამართმევს. ვიღაც შეიძლება, მოვიდეს, უშვერი სიტყვებით მლანძღოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის თავისას მიაღწევს. ჩემი არჩევანია, მე როგორ ვუპასუხებ, მივიღებ თუ არა. თუ ადამიანი მუდმივი წუწუნით იმის შესახებ, თუ როგორი უბედურია, იღებს ენერგიას ან შესაძლოა, დახმარებასაც მეგობრებისგან, ესეც მისი არჩევანია. მე ადამიანებს არაფერს ვუშლი. ადამიანს თუ უნდა უბედური იყოს, ვერავინ დაუშლის. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ, მეც ვხედავ და ისინიც აღიარებენ, რომ ასე უფრო ადვილია, ასე უფრო ნაკლებად სჭირდებათ ხელის განძრევა, ასე უფრო ეხმარებიან და კითხულობენ - ასე რომ, ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა“, - ამბობს გიუნტერი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი