logo_geo
მარიამ ხორგუაშვილი: დღემდე ვმკურნალობ...
- +

26 მაისი. 2021. 17:40

 

 

მოდელი მარიამ ხორგუაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში თავის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს. მას პანიკური შეტევები 1 წლის წინ დაეწყო და მრავალი პროცედურების და წამლების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, უკეთ არის და გარეთ გასვლაც დაიწყო.

 

„პანიკური შეტევები დამემართა ერთი წლის წინ და დღემდე ვმკურნალობ. ხალხმრავლობა ჩემზე უარყოფითად მოქმედებს და მინდა, ეს მდგომარეობა მინიმუმამდე დავიყვანო, რომ საკუთარი ქორწილით მაქსიმალურად ვისიამოვნო. შეტევები შემცირდა, უკვე გარეთ გასვლაც დავიწყე და კიდევ უფრო კარგად რომ ვიქნები, ქორწილი მერე გვექნება“, -ამბობს მოდელი.

 

მარიამი ასევე შეტევის პირველ შემთხვევას იხსენებს:

 

„პირველად რომ დამემართა, მეგონა, ვკვდებოდი, გადაუდებელში ვიწექი. რომ გავიგე, რაც იყო ჩემი პრობლემა, თავიდან ძალიან მრცხვენოდა ამის აღიარება და ყველას ვემალებოდი. სხვადასხვა მიზეზს ვიგონებდი, რომ გადაღებისთვის თუ ნაცნობების მონახულებისთვის თავი ამერიდებინა. მაგრამ ერთი კვირის წინ გადავწყვიტე, ჩემი ამბავი ხმამაღლა მომეყოლა. ქენდალ ჯენერის ინტერვიუ ვნახე, ყვებოდა, რომ სამი წლის წინ პანიკური შეტევები სჭირდა. მივხვდი, რომ ამაში სასირცხვილო არაფერია. თან, იქნებ ჩემი ისტორია და გამოცდილება სხვებსაც დაეხმაროს. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ეს პრობლემა ძალიან ბევრს, აწუხებს, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ“, - ამბობს ხორგუანი.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი