logo_geo
თეა დარჩია: ხელოვანი ადამიანები ცოტა ვერ ვართ - არ აქვს მნიშვნელობა შვილია, შენი სისხლი და ხორცია
- +

29 მაისი. 2021. 13:04

 

 

მოცეკვავე თეა დარჩია იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მისი ქალიშვილის „სუხიშვილების“ მოცეკვავე გახდა. როგორც თეა დარჩია ყვება, მისი შვილი ზუსტად ისე ცეკვავს, როგორც ის თავად იცეკვებდა. ამის შესახებ მოცეკვავემ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ისაუბრა.

 

„მე აღარ ვცეკვავ, მაგრამ მარი ცეკვავს ზუსტად ისე, როგორც მე ვიცვეკვებდი. გავსკდი გულზე. მანდ მივხვდი, რომ ხელოვანი ადამიანები ცოტა ვერ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა შვილია, შენი სისხლი და ხორცია. რაღაცას რომ უყურებ, რაც ძალიან მოგწონს, შეიძლება გული გაგისკდეს.

 

შავბნელი შურით შემშურდა ყველა, ვინც იდგა იმ დროს სცენაზე, ჩემი შვილის ჩათვლით, ყველა მეზიზღებოდა. „არტეფაქტებმა“ საერთოდ გულის კრუნჩხვა დამმართა. ეს არის ბედნიერება, რომ მოესწრებით ამ პროგრამის ცეკვას“,- ამბობს თეა დარჩია.

 

 

right_banner big_banner
არქივი