logo_geo
ლევან რატიანი: პირველად ერთის მიღებაზე დავთანხმდი, მაგრამ იმ წამსვე გადავრეკე – სამივე მომიყვანეთ-მეთქი...
- +

31 მაისი. 2021. 00:53

 

 

ექიმი ლევან რატიანი შატილის ტრაგედიის დროს დაშავებული სამი გოგონას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიღების ისტორიას იხსენებს. როგორც მან თქვა, თავიდან მხოლოდ ერთის მიღება სურდა, თუმცა, რამდენიმე წამში ექიმმა ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამ ისტორიას ექიმი გადაცემაში „ნოესთან“ ჰყვება.

 

 

 

„საგანგებომ დამირეკა და მითხრა, სამი კრიტიკული პაციენტია და თუ მიიღებთო – სიმართლე გითხრათ, ძალიან ძნელია სამი კრიტიკული პაციენტის ერთდროულად მიღება, მაგრამ პირველად არა ვუთხარი, ერთს მივიღებ, დანარჩენი სხვა კლინიკაში წაიყვანეთ-თქო, მაგრამ იმ წამსვე გადავრეკე – სამივე მომიყვანეთ თქო.

 

როგორც ეს სიტყვები ვუთხარი, ეგრევე კლინიკაში წავედი, ეს იყო საოცარი შემთხვევა, როდესაც სამი სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით სამი ახალგაზრდა გოგონა შემოვიდა. მაგრამ სანამ კლინიკაში მივიდოდი სახლიდან, დარწმუნებული ვიყავი, რომ სამივე უნდა გადარჩენილიყო. ჩემმა რწმენამ გაამართლა, სამივე გადარჩა და დღეს ცოცხალია.

 

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საოცარი ბედნიერება, როდესაც იმ უბედურების შედეგად რაც ჩვენმა ქვეყანამ და თითოეულმა ადამიანმა გადაიტანა შატილის ტრაგედიის სახით, ჩემი კლინიკიდან სამივე ახალგაზრდა თავისი ფეხით გაეწერა“, – ყვება რატიანი გადაცემაში „ნოესთან“.

big_banner
არქივი