logo_geo
თათა გიორგობიანი: ცუდი არაფერია, რომ რაღაცა გვიან, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულად, დამშვიდებულმა გააკეთო
- +

2 ივნისი. 2021. 12:00

 

 

მომღერალი თათა გიორგობიანი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ასაკთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ მიდგომებზე საუბრობს:

 

„ხშირად მეუბნებიან, - უკვე იმ ასაკში ხარ, ბავშვი უნდა გააჩინოო. ეს უფრო მეგობრული რჩევაა. ამ ადამიანების მესმის და მადლობელი ვარ, რომ განიცდიან, ფიქრობენ ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ რომ ვეუბნები,- ჯერჯერობით მაინც სწავლაზე, კარიერაზე ორიენტირებული ვარ-მეთქი, ცოტათი უკვირთ.  ვფიქრობ, ცუდი არაფერია, რომ საკუთარი მომავალი კარგად დაგეგმო და თუნდაც რაღაცა გვიან, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულად, დამშვიდებულმა გააკეთო. ჩემი აზრით, ეს უკეთესია“, - ამბობს მომღერალი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი