logo_geo
თათა გიორგობიანი: ყველას შეუძლია, რაღაც მოსწონდეს, რაღაცა – არა, მაგრამ ერთმანეთის უფლებებში არ უნდა შევიჭრათ
- +

2 ივნისი. 2021. 13:39

 

 

„ალბათ, ყველა სტერეოტიპი გამაღიზიანებელია, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურია - ეს ყველა საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად არ უნდა მივიღოთ“, - ამის შესახებ მომღერალი, თათა გიორგობიანი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

 

„ალბათ ყველა სტერეოტიპი გამაღიზიანებელია, მაგრამ ვფიქრობ, ნორმალურია - ეს ყველა საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებები სწრაფად არ უნდა მივიღოთ. მგონია, სტერეოტიპებიც  და ცრურწმენებიც ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. უბრალოდ,  საკუთარი თავი სხვის ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ. ამ შემთხვევაში, უფრო გაგვიმარტივდება, რომ მოვლენებს სხვა კუთხიდან შევხედოთ და მივხვდებით, ყველაფერი რაღაც ჩარჩოებში არ ზის — გამონაკლისის არსებობაც შეიძლება. რომელიც ასევე, საზოგადოების ნაწილია. ადამიანებს ქცევის საკუთარი ნორმები გვაქვს. რის შესახებაც ვფიქრობთ, რომ სწორია და განვაზოგადებთ ხოლმე, – ყველა ასე უნდა იქცეოდესო, მაგრამ ჩვენ ხომ ინდივიდები, სხვადასხვანაირები ვართ, არა? რაღაცნაირად უნდა მოვინდომოთ. ცხოვრების ისეთი გზა მოვნახოთ, რომ ყველა ადამიანმა ერთ სოციუმში მშვიდობიანად, ლამაზად და ხალისით ისე ვიარსებოთ, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ. ცოტათი რთულია წარმოიდგინო, სხვას რა გზა აქვს გავლილი, რატომ არის ასეთი... ალბათ ვერავინ გაიგებს და ვერ ახსნის, ასეთი რატომ არის, მაგრამ განსხვავებულის მიმართ ტოლერანტულები უნდა ვიყოთ. აბსოლუტურად ყველას შეუძლია, რაღაც მოსწონდეს, რაღაცა – არა, მაგრამ ერთმანეთის უფლებებში არ უნდა შევიჭრათ. ანუ ჩვენი უფლებები იქ მთავრდება. სადაც სხვისი იწყება“, - ამბობს გიორგობიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი