„მაკვირვებენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე, ქვეყანაზე არ ზრუნავენ, როცა ერთმანეთს პატივს არ სცემენ, როცა ვერც კი ხვდებიან, რა არის სიკეთის კეთება.“- ამის შესახებ მსახიობი მაია დობორჯგინიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„მაკვირვებენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთზე, ქვეყანაზე არ ზრუნავენ, როცა ერთმანეთს პატივს არ სცემენ, როცა ვერც კი ხვდებიან, რა არის სიკეთის კეთება. ადამიანებში სიყვარულის უნარის, გაცემის უნარის უქონლობა ძალიან მაწუხებს; ასევე მაწუხებენ ე.წ. ნეიტრალური ადამიანები, არაფერზე რეაქცია რომ არა აქვთ, არც არაფერი უხარიათ, არც სწყინთ... ამ ასაკში, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისთვის დროს აღარ ვკარგავ, ასეთებს წარსულში ვტოვებ. დრო ფილტრაციას აკეთებს, ეს ბუნებრივი პროცესი მგონია“, - ამბობს მსახიობი.