მსახიობი მაია დობორჯგინიძე ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში პირველ წარმატებაზე საუბრობს.
„ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს პედაგოგებს, უპირველეს ყოვლისა - შალვა გაწერელიას, შემდეგ - ავთო ვარსიმაშვილს. ჩემი პირველი წარმატება იყო, როცა თეატრალურში ჩავაბარე და შალვა გაწერელიას ჯგუფში მოვხვდი. მის გვერდით ბევრი წელი გავატარე და ეს იყო ბედნიერება. შემდეგი წარმატება „თავისუფალი თეატრი“ გახლდათ“, - ამბობს მსახიობი.