logo_geo
ირაკლი ხმალაძე: სატრანსპორტო პოლიტიკა მინუსებიდან დავიწყეთ და ოთხ წელიწადში მილიარდ ლარზე მეტი დავხარჯეთ, თუმცა ეს გრძელვადიანი პროექტია
- +

3 ივნისი. 2021. 02:59

 

 

„სატრანსპორტო პოლიტიკაზე ჯამში მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული. ამ პოლიტიკის აღსასრულებლად, 4 წელი საკმაოდ ცოტაა, რადგან სატრანსპორტო პოლიტიკა არის გრძელვადიანი“, - ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

„ჩვენ სატრანსპორტო პოლიტიკა მინუსებიდან დავიწყეთ. რაც შეეხება დანახარჯებს, მარტო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, რომ არ ვთქვათ ჭკვიანი სისტემებსა და საბაგირო დერეფნებზე, მეტროს რეფორმასა და ტრანსპორტის ჩანაცვლებაზე 800 მილიონი დაიხარჯა. მიკროავტობუსების ჩანაცვლება იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ მისი მფლობელი კერძო კომპანიაა და მასთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები. დაფინანსება მოვიზიდეთ, რადგან ეს პროექტი ბიუჯეტიდან არ დაგვიფინანსებია. ჩვენ ბიუჯეტიდან თანხით მონაცვლეობა მოვახდინეთ და კომპანიამ გააკეთა გამოსყიდვა და მერე ამ თანხით ვიყიდეთ ახალი მიკროავტობუსები. ჯამში 1000 ერთეული მიკროავტობუსი შევისყიდეთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი