logo_geo
ნუცა ბუზალაძე: მეკუთვნოდა გამარჯვება, რადგან ქართველი ვიყავი, არ გამამარჯვებინეს...
- +

3 ივნისი. 2021. 14:35

 

მომღერალი ნუცა ბუზალაძე   „Magic Song 2021“-ის გამარჯვებულია. ფესტივალზე მონაწილეობის მიზეზის შესახებ და თუ რატომ იყო იმედგაცრუებული რუსეთის შემდეგ, ამ ყველაფერზე მომღერალმა გადაცემა „იმედის დღეში“ ისაუბრა.

 

„ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი რუსეთის მერე. როცა მართლა გეკუთვნოდა გამარჯვება და არ გაგამარჯვებინეს, ამის შემდეგ მჭირდებოდა რაიმე ხელჩასაჭიდი, როგორიც იყო ეს ფესტივალი, სადაც გავიმარჯვებდი. მე ვფიქრობ, რომ რადგან ქართველი ვიყავი, მაგ მიზეზით ვერ გავიმარჯვე რუსეთში, ეს კონკურსი ხომ საერთაშორისო არ იყო...“ - ამბობს  ბუზალაძე.

big_banner
არქივი