logo_geo
ვერიკო ტურაშვილი: შვილების მარტო გაზრდა ჩემთვის ჩვეულებრივი ყოფაა
- +

3 ივნისი. 2021. 16:36

 

„შვილების მარტო გაზრდა არ არის რთული, რადგან ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ყოფაა“, - ამის შესახებ მომღერალი, ვერიკო ტურაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„შვილების მარტო გაზრდა არ არის რთული, რადგან ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ყოფაა. ჩემი ცხოვრება სხვანაირად რომ განვითარებულიყო, შეიძლება სხვანაირი დასკვნები გამეკეთებინა. მე არ ვიცი, რა არის შვილებთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის გადანაწილება. ალბათ ცხოვრებაში ბევრად მარტივადაც შემეძლო დამელაგებინა რაღაცები, ყველაფერი საკუთარ თავზე არ ამეღო, თუნდაც ძიძა ამეყვანა და შემემსუბუქებინა ყოფა, მაგრამ არცერთ ბავშვზე არ მყოლია. რაც უფრო ბევრ რაღაცას ვაკეთებ ერთად, მით უფრო მობილიზებული და პროდუქტიული ვარ“, - ამბობს მომღერალი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი