logo_geo
ნინო ნოდია: სამსახიობო გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ შევძელი, შემექმნა ჩემი გმირის სახე
- +

3 ივნისი. 2021. 17:39

 

ცნობილი პარფიუმერული მაღაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნინო ნოდია ჟურნალ „სარკესთან“ სამსახურსა და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე“ საუბრობს.

 

 

„სამი წლით ადრე გავაკეთეთ ონლაინ მაღაზია, რომელიც ფაქტობრივად არ მუშაობდა. მომხმარებელს ურჩევნია, თავად მოვიდეს მაღაზიაში პროდუქციის შესარჩევად მისთვის სასურველი სურნელის, ფერის, შეფუთვის გათვალისწინებით.

 

წელიწადისა და ორი თვის წინ, როცა ჩვენი მაღაზიები დაიკეტა, აქტიური გახდა ონლაინ გაყიდვების სისტემა. სწორედ ამ დროს გამოგვადგა ონლაინ მაღაზია. „ვაიბერის“ და სხვა ინტერნეტ-საშუალებებით ნებისმიერი სახის პროდუქციის არჩევა გახდა შესაძლებელი. ასევე ავამუშავეთ მოწოდების სერვისი და, ასე თუ ისე, დღემდე მოვედით.

 

რაც შეეხება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“, გადაღებები შეჩერებული იყო და  ერთი სეზონი მთლიანად გამოვტოვეთ, მარტში განახლდა მუშაობა, რაც ძალიან მახარებს. ჩვენი გამოჩენა მთლიანად სცენარისტებზეა დამოკიდებული, მხოლოდ მან იცის, როგორ გაგრძელდება ესა თუ ის ხაზი. პირველ სერიებში მთავარი გმირები იყვნენ აქტიურები, ჩვენ ველო დებით ჩვენს დროს. მართალია, სამსახიობო გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, შევძელი, შემექმნა ჩემი გმირის სახე და ეს ძალიან სასიამოვნოა.

 

კორონამ ბევრი პრობლემა შექმნა. პირველ რიგში, ეს ადამიანთა ჯანმრთელობას ეხება და ვთვლი, რომ ვაქცინის გაკეთება ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია. მე უკვე დარეგისტრირებული ვარ და მომავალ კვირას პირველ დოზას ვიკეთებ. ნამდვილად არ ვიცი, რა გავლენას მოახდენს შემდგომში ჩვენს ორგანიზმზე ეს აცრა, ექნება რაიმე უარყოფითი შედეგი თუ პირიქით, შეიძლება სხვა შესაძლებლობებიც გახსნას ჩვენში. ეს არავინ იცის. თავის დაცვის სხვა საშუალებას ვერ ვხედავ, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და ვერ მივცემ თავს უფლებას, ვინმეს მოვუწოდო ან ძალა დავატანო, რომ აიცრას“, - ამბობს ნინო ნოდია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი