logo_geo
ვერიკო ტურაშვილი: ქართულ შოუბიზნესში ყოფნით იმუნიტეტი გამომიმუშავდა
- +

3 ივნისი. 2021. 18:05

 

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში პანდემიის პერიოდზე საუბრობს.

 

„ამდენი წელი ქართულ შოუბიზნესში ყოფნით იმუნიტეტი გამომიმუშავდა. რაღაც აქტიურობა მაინც მოვახერხე, საბავშვო მუსიკალური სტუდია გავაკეთე. რა თქმა უნდა, რეგულაციებიდან გამომდინარე, სტუდიაში პატარა მასშტაბები იყო, მაგრამ ამ პანდემიის დროს იმედისმომცემი მაინც იყო. შევძელი და ჩემი საოცნებო პროექტიც დავიწყე. მესამე სიმღერას ვწერ სტუდიაში და იმედია, მალე დადგება დრო, როდესაც ამ ყველაფერს გამოვიტან“, - ამბობს მომღერალი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი