logo_geo
ნინო ნოდია: არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი წარმატებული პროექტი...
- +

3 ივნისი. 2021. 18:39

 

ცნობილი პარფიუმერული მაღაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნინო ნოდია ჟურნალ „სარკესთან“ კარიერის პირველ წარმატებას იხსენებს.

 

„რამდენი წელიც უნდა გავიდეს, არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი  წარმატებული პროექტი. ეს იყო სასიმღერო კონკურსი „აზიის ხმები“, სადაც ვერიკო ტურაშვილი გამოდიოდა. მაშინ 25 წლის ვიყავი, ვერიკო უფრო პატარა და ჩვენ, ორი გოგო, ჩავსხედით თვითმფრინავში, გავფრინდით კონკურსზე და ავიღეთ გრან პრი.

 

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო „არტ-იმედის“ პერიოდში კონცერტი, რომელიც მიეძღვნა დიდი მაესტროს, გია ყანჩელის, შემოქმედებას, სადაც შესანიშნავი მომღერალი ნატო მეტონიძე იყო, შემსრულებელი — ნიკა მემანიშვილი, ხოლო რეჟისურას დავით დოიაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

განსაკუთრებულად  მახსენდება ფილმის „აგვისტოს ხუთი დღის“ პრეზენტაციის შემდეგ საზეიმო მიღება და ვახშამი. ჩამოსული იყო ორი დიდი მსახიობი - შერონ სტოუნი და ენდი გარსია. საღამო მე მიმყავდა და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ენდი გარსიამ ექსპრომტად მოისურვა პატარა მუსიკალური კომპოზიციის შესრულება და ტექნიკური დახმარება მე გავუწიე.

 

სადაც უნდა ტარდებოდეს ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც ვარ, ვცდილობ, ყველაფერი ხარისხიანად და ლამაზად გავაკეთო. ხოლო სახელმწიფო დონის ღონისძიებების დროს ყველაზე მთავარი არის, ჩემი ქვეყანა საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო“, - ამბობს ნოდია.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი