logo_geo
ნინო ნოდია: ოჯახი გამოდგა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სამსახური
- +

3 ივნისი. 2021. 19:09

 

 

ცნობილი პარფიუმერული მაღაზიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნინო ნოდია ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ოჯახზე საუბრობს.

 

„ძალიან განებივრებული ბავშვობა და ახალგაზრდობა მქონდა, ბებიები, ბაბუა მშობლები თავს მევლებოდნენ. ოჯახი შედარებით გვიან, 30 წლის ასაკში შევქმენი და პირველი შვილი 33 წლისას შემეძინა. უამრავი სამსახური მაქვს გამოვლილი, ყოველთვის დაკავებული ვიყავი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ოჯახი გამოდგა ყველაზე რთული, ყველაზე საპასუხისმგებლო სამსახური. ოჯახი არ არის პროექტი, რომელსაც დაიწყებ და მოცემულ დროში დაამთავრებ. ოჯახს მუდმივი ზრუნვა სჭირდება, მუხლჩაუხრელი შრომა, სულის ბერვა, გაფრთხილება. უამრავი რამ უნდა გაითვალისწინო, მეუღლის ინტერესები, შვილის ინტერესები, ამავე დროს, არ უნდა დაგავიწყდეს საკუთარი თავიც, უნდა შეძლო დროის განაწილება სამსახურსა და ოჯახს შორის.

 

ამ მძიმე შრომის მიუხედავად, ოჯახი არის ყველაზე ფასეული, ყველაზე ძვირფასი, რისთვისაც ღირს ცხოვრება. ჩემი შვილები 13 და 12 წლისანი არიან. ყოველთვის ყველა მეხმარებოდა, ჩემიანები, მეუღლე, მეგობრები. ჩვენთვის შვილები დაბადებიდან პიროვნებები იყვნენ, ვუხსნი, ვესაუბრები, რჩევა-დარიგებას ვაძლევ, მაგრამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. რაც ადრე მიეჩვევიან გადაწყვეტილების მიღებას და შემდეგ პასუხისმგებლობას აიღებენ ამ გადაწყვეტილებაზე, მით უკეთესი იქნება მათთვის“, - ამბობს ნინო ნოდია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი